პროექტის გეგმა


  1.              პროექტის სახელწოდება: მე და კომპიუტერი.
    2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: კომპიუტერის მომხმარებლებს ჩამოუყალიბდეთ სწორი შეხედულება მის გამოყენებაში.
    3.       პროექტის აქტუალობა: გავრცელებული აზრი; კომპიუტერი საფრთხეს უქმნის ადამიანს.
    4.       პროექტის მიზნები: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება კომპიუტერის გამოყენების კუთხით, ინტერვიუს აღების მეთოდით და კითხვების დასმით საკითხში ჩაღრმავება, ბუკლეტების დამზადების და გამოყენების სწავლება.
    5.       მოსწავლეთა ასაკი: 10 – 11 წელი
    6.       ვადები/ხანგრძლივობა: 3- 4 კვირა
    7.        მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოახდენენ ფასეულობების გაძლიერებას,  ისწავლიან კომპიუტერის მიზანმიმართულად გამოყენებას სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, როგორიცაა ინტერვიუ ექიმებთან, ფსიქოლოგთან, ასევე კომპიუტერის შემქმნელებისგან მოძიებული ინფორმაციის ხარჯზე. შეიძენენ კვლევის უნარ - ჩვევებს.
    8.       პროექტისათვის საჭიროო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, მიკროფონი, ტელეფონი, საპრეზენტაციო პროგრამა- PowerPoint. ქაღალდი, პრინტერი.
    9.       პროექტის მსვლელობა ( ძირითადი ეტაპი): მოსწავლეები განაწილდებიან    (ინტერვიუ მოსახლეობაში, ინტერვიუ ექიმ-ფსიქოლოგებთან, ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის მომზადება, ბუკლეტების დამზადება) საჭირო აქტივობების შესასრულებლად. თითოეული აქტივობების ბოლოს მოახდენენ მოძიებული ინფორმაციის შეჯამება - განხილვას და დასკვნების გამოტანას. საბოლოოდ დაამზადებენ ბუკლეტებს სამი მთავარი სლოგანით:
    ·         კომპიუტერის ზომიერი გამოყენება საჭირო და აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებაში.
    ·         კომპიუტერის გამოყენება გადაჭარბებით შეიძლება ჩაითვალოს მავნე ჩვევად.
    ·         კომპიუტერთან მიჯაჭვულობა იწვევს: მხედველობის დაქვეითებას, კვების სისტემის დარღვევას, ადამიანის იზოლირებას.
    10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი:          ის ტექნ. V.5.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

    შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·       ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;                                                                                           ·           იყენებს ისტ-ს იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
    11.   პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): თამარ ფარტენაძე
    12.   ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tamunapartenadze@dmail.com
    13.   პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment